რუსთავი 2- ის მხარდასაჭერად

მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრებმა რ2-ის მხარდასაჭერი აქციის ფლაერები დაარიგეს

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქციის ფლაერები დაარიგეს. 

მოძრაობის წევრის, ელენე ხოშტარის თქმით, ისინი აქციამდე ერთი კვირის განმავლობაში შეხვდებიან მოსახლეობას და გადასცემენ ფლაერებს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში აქციამდე ვიაროთ, შევხვდეთ მოქალაქეებს, გადავცეთ ფლაერები და ვუთხრათ, რომ იმართება ასეთი აქცია და, ზოგადად, ვესაუბროთ იმ თემაზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში - რამდენად კრიტიკულია რუსთავი 2-ის დახურვა", - ამბობს ხოშტარია. 

მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, ოთარ კახიძის თქმით, აქციის მიზანია, მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია. 

"ჩვენ გვმართებს იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ახლა ჩვენს ნაცვლად იცავს სტრასბურგის სასამართლო. ამიტომ, მთელ ევროპას, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში, ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ტელევიზია, სიტყვის თავისუფლება", - ამბობს ოთარ კახიძე. 

აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად შაბათს, 11 მარტს, 14:00 საათზე, რუსთაველზე გაიმართება. 

კომენტარები