რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია აქიმიძესა და დვალზე: ქართული ოცნების რიგითი მხარდამჭერები არიან

პირველი და უმთავრესი ომი დასრულებული არ არის. ამას ვამბობ ღიად, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ნაბიჯი, რომელთა გადადგმასაც ვაპირებთ. არ ვაპირებთ ქიბარ ხალვაშისთვის, არც ჯარჯი აქიმიძისთვის ან დავით დვალისთვის ამ ტელევიზიის გადაცემას. ეს ადამიანები არ წარმოადგენენ რუსთავი 2-თან დაკავშირებით არავის, არ აფილირდებიან ამ ტელეკომპანიასთან, ისინი აქ არ სჭირდება არავის, ტელეკომპანია არის მისი კოლექტივის. მათ არ მოსწონთ კრიტიკული რუსთავი 2, თუმცა, აპირებენ კრიტიკული რუსთავი 2-ის გაკეთებას. ეს როგორ ხდება, მე არ ვიცი.

ფაქტი ერთია - ეს ორი ადამიანი არის რიგითი მხარდამჭერი ქართული ოცნების, იმთავითვე იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები, ფული აქვთ მიღებული ბიძინა ივანიშვილისგან, ყოველ შემთხვევაში, დავით დვალს. ის მუშაობდა ივანიშვილზე, ჩვეულებრივი "ქოცები“ არიან, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის. შესაბამისად, ვერავითარ კრიტიკულ რუსთავი 2-ს ვერც და არც გააკეთებენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები