მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე მოხდა იმედის დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დემოკრატიისათვის, ფაქტობრივად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები.
tbl.ge/27ri
დაკოპირდა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება რუსთავი 2-ის საქმის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




