რუსთავი 2-ის საქმე

მდინარაძე: გვარამია თავად დაეთანხმა სასამართლოს და დაიწყო ხალვაშთან მოლაპარაკება

რუსთავი 2-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას, საქართველოში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, და ამას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, მედიაპლურალიზმი. ამას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას. როგორც ჩანს, გვარამია თავადვე დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაიწყო უკვე ოფიციალურ მეპატრონესთან მოლაპარაკებები რუსთავი 2-ის ყიდვის შესახებ.

საქმის ტომებს მოსამართლეები არ ეცნობიან იმ დღეს, როდესაც საქმის განხილვა მიმდინარეობს. ეს არის დასკვნითი ეტაპი საქმის განხილვისა. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მე ნამდვილად ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას სასამართლოს იმგვარად, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ვუწოდო, ასეც რომ ვფიქრობდე. ასე არ ვფიქრობ. ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და აისახა შესაბამის შედეგში. ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

კომენტარები