ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმმა და პირადად მან. ასევე, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა, რომელმაც მისი დაკვეთით ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე იმუშავა და ბოლო ფაზაში იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ზეწოლას ან მის დაკვეთას ვერ გაუძლეს, ან უბრალოდ სიამოვნებით შეასრულეს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება. როგორ ფორმებს მიიღებს, როდის იქნება კულმინაცია ამ სამოქალაქო პროტესტის, მე ამ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას. ვაპროტესტებთ და ვაგრძელებთ ამას. მათ შორის, ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით, აქ რუსთავი 2-თან დგომით. შეუძლებელია, ჩვენ და ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქეები შევეგუოთ ამ ვითარებას და ივანიშვილის გეგმას, რომ ის იყოს მმართველი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე და ჩვენს მოქალაქეებს არ დავუტოვოთ შესაძლებობა დემოკრატიული ფორმით კრიტიკისა და შემდეგ ამ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის
tbl.ge/27qa
დაკოპირდა

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი გიგა ბოკერია უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




