რუსთავი 2-ის საქმე

ევროპარლამენტარი: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს იმიჯს

დამწუხრებული ვარ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-თან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად შეზღუდავს ოპოზიციის ხმის ხელმისაწვდომობას ქართულ მედიაში. გადაწყვეტილება ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მედიაგარემოს თავისუფლება და გასცეს გარანტია, რომ ოპოზიციას ექნება საშულება, ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა იაზრებს, რომ პლურალისტური მედია უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. ევროპის სახალხო პარტია განაგრძობს ყურადღებით დაკვირვებას - თუ როგორ დაიცავს საქართველო საკუთარ ვალდებულებებს პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის წინაშე.

ევროპარლამენტარი და ლატვიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სანდრა კალიენტე რუსთავი 2-ის შესახებ.

კომენტარები