მოვლენების ძალიან სამწუხარო განვითარებაა ის, რაც ტელემედიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდება, ზოგიერთი არხი დაიხურა, ნაწილი შეიზღუდა ან მთავრობის კონტროლს დაექვემდებარა. ეს არის სერიოზული ოპოზიციური ხმის მითვისება. რუსთავი 2 ამბობდა იმას, რაც მათ არ მოსწონდათ, უფრო კონკრეტულად კი ივანიშვილს.
ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო გახდება რუსეთი, მაგრამ ის უფრო მეტად ემსგავსება რუსეთს. არ გვინდა, რომ რუსთავი 2 იყოს Russia Today. ჩემი აზრით, შესაძლოა, ევროკავშირმა გაყინოს უვიზო მიმოსვლა.





