რუსთავი 2-ის საქმე

ენმ რუსთავი 2-ის შენობის წინ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

ხვალ, 3 მარტს, 11:00-ზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. ამის შემდეგ, პარტიის წევრები ერთიან და გაფართოებულ ბრიფინგზე სამომავლო გეგმას გამოაცხადებენ.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დიქტატურის წინააღმდეგ და სიტყვის თავისუფლების დასაცავად, "წინააღმდეგობის მოძრაობის" შექმნის ინიციატივით გამოდის.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება დიდი პალატის მოსამართლეებმა - ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი - ერთხმად გამოიტანეს. 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 

კომენტარები