რუსთავი 2-ის საქმე

მიშველაძე: რუსთავი 2-ის საკითხზე პრეზიდენტის ოფიციალური პოზიცია იქნება ხვალ

მინდა გითხრათ, რომ თქვენ გვერდით არის არამარტყო ის ხალხი, ვინც დღეს არის აქ, თქვენ გვერდით არის ყველა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ არის რუსთავი ორის დამცველი, მხარდამჭერი, დღეს ვერ გეტყვით მის ოფიციალურ პოზიციას, ოფიციალური პოზიცია იქნება ხვალ, ამის შესახებ ვრცლად, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. დღეს მე როგორც თქვენი ერთ-ერთი კოლეგა, როგორც ჟურნალისტი ეკა მიშველაძე, როგორც მოქალაქე ვარ თქვენთან, ვიქნები და დავიცავ ბოლომდე, სიტყვის და განსხვავებული აზრის არსებობას ამ ქვეყანაში.

პრეზიდენტის პრესსპიკერი, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე რუსთავი ორის მხარდასაჭერად მივიდა. ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები