რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში აქიმიძესა და დვალზე: წილს ზუსტად ისე გავყოფთ, რამდენსაც დაიმსახურებენ

სულ ბოლო შეხვედრის დროს, ბატონმა დვალმა უარი განაცხადა მენეჯმენტში მონაწილეობაზე, ჩვენს შეხვედრაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმან გადაიფიქრა და სასარგებლო იქნება კოლექტივისთვის, მენეჯმენტში მონაწილეობა მიიღოს. ჩემთვის სურპრიზი იყო გუშინწინდელი განცხადება, თითქოს ისევ იმ პირობაზე ვიყავით. ბოლოს ისე დავშორდით, ვთხოვდი, რომ თუ დავიბრუნებდი, თვითონ მონაწილეობა მიეღო და უარი განაცხადა. იმედია, თავისი ყოფილი კოლექტივის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოადგება რუსთავი 2-ს. დირექტორთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყოს ვინმე კონკრეტული იმიტომ, რომ თანხმობა არის საჭირო . შეირჩევა საუკეთესო ადამიანი, რომელიც უფრო სასარგებლო იქნება კოლექტივისთვის. დავით დვალი ერთ-ერთი პირველი კანდიდატია. წილს ზუსტად ისე გავყოფთ, რამდენსაც დაიმსახურებენ. ეს კიდევ სალაპარაკო თემაა და შეიძლება სულ დავუთმო. „სულ არ დავუთმო“-ზე არ არის საუბარი.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში რუსთავი ორის დამფუძნებლებზე, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეზე. ცნობისთვის, 2015 წლის ბოლოს, ხალვაშმა განაცხადა, რომ ის წილის 50%-ს აქიმიძეს და დვალს დაუთმობდა.

კომენტარები