რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის ადვოკატი: ამ გადაწყვეტილებას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რეალურად, რუსთავი 2 მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს. თუმცა, სპეციალურად არ მინდა ამ გადაწყვეტილების წინ აღვნიშნო, რომ ეს არის სასამართლო გადაწყვტილება, რადგან ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მთელ სასამართლო პროცესს, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ შეირცხვინა თავი. სამი დღის წინ დაკომპლექტდა დიდი პალატის შემადგენლობა და დღეს, პირველივე დღეს მიიღო გადაწყვეტილება. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ მათ გადაწყვეტილება წინასწარ ჰქოდნათ და ეს გადაწყვეტილება არ არის არც მათი დაწერილი, უბრალოდ, მათი პირით მოხდა ამის გახმოვანება. იმიტომ, რომ ერთხელ წაკითხვა რომ მოესწროთ მოსამართლეებს, მინიმუმ რამდენიმე დღე დასჭირდებოდათ, მაგრამ მათ საერთოდ არ აინტერსებთ რა ხდებოდა საქმის მასალებში, საერთოდ არ აინტერსებთ რა სამართლებრივი პოზიციები გააჩნდათ მხარეებს. მათ აინტერესებთ ბიძინა ივანიშვილის ინტერესის შესრულება, რაც გააკეთეს კიდევაც. სწორედ ამიტომ, მე ამ გადაწყვეტილებას ვერ ვუწოდებ სასამართლოს გადაწვეტილებას. მოსამართლეებმა გადადგეს ისეთი სამარცხვინო ნაბიჯი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე და მათ შთამომავლობაზეც გაგრძელდება. ეს არის შავი ლაქა, რომელიც აუცილებლად დარჩება მათ ცხოვრებაში. არ ვგულისხმობ ყველა მოსმართლეს, იმიტომ, რომ არ ვიცით. შესაძლებელია რამდენიმე მოსამართლეს ჰქონდა განსხვავებული აზრი, მაგრამ მინიმუმ, ხუთი მოსმართლე არის სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი პირი

რუსთავი 2-ის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასება საქართველოს უზენას სასამართლოს გადაწვეტილებაზე, რომელმაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები