გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე დიმიტრი ჟურნალისტებს: არც თქვენ ისვენებთ და არც ჩვენ გვასვენებთ

არც თქვენ ისვენებთ და არც ჩვენ გვასვენებთ, მიზეზი ერთ-ერთი ეს გახლავთ. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მისმა უწმინდესობამ გვთხოვა, გვითხრა, როდესაც გერმანიიდან დავბრუნდით, რომ დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. და აი, ჩვენ ამ გამოძიების დასრულებას ველოდებოდით, მაგრამ რომ ვხედავდი, რომ ასეთი ფართო და დიდი ინტერესია საზოგადოების, თქვენი, დღედაღამ ასეთ მდგომარეობაში თქვენი ყოფნა ჩემთვის მაინცდამაინც სასიხარულო არ იყო და ამიტომ გადავწყვიტე.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ის პასუხობს მედიის კითხვას რატომ გადაწყვიტა პრესკონფერენციის გამართვა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დასრულებამდე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადებების გაკეთება არ იგეგმებოდა.

კომენტარები