უკანონო თევზჭერა - მტკვარზე მოქალაქე ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ვ.გ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდა.

"სამართალდამღვევს ჩამოერთვა ელექტროშოკური აპარატი, გასაბერი ნავი და ჩოგანბადე. დაილუქა ხრამულის სახეობის თევზი. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები