შესაძლოა, პრეზიდენტი პარლამენტმა 2023 წლიდან დაამტკიცოს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესის სავარაუდო ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრობს.

"ჩვენ ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მსჯელობას იმაზე, თუ რა სახით უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევა შემდგომ საპარეზიდენტო არჩევნებზე. რამდენადაც ამან არ გამოიწვიოს ერთგვარი პოლიტიკური მითქმა-მოთქმა, რომ ქართული ოცნება ებრძვის რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატს. ამიტომ, შესაძლებელია, ჩვენ წავიდეთ იმ მოდელით, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში[2018 წ.] პრეზიდენტი აირჩიოს ხალხმა, თუმცა, უკვე მომდევნო არჩევნების[2023 წ.] ნაცვლად იყოს ის საპარლამენტო მოდელი, რომელიც მთელს მსოფლიოშია მიღებული და პარლამენტი უკვე დაამტკიცებს პრეზიდენტს", - თქვა სესიაშვილმა.

კომენტარები