შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: სენაკში 8 წლის ბიჭი მდინარეში ჩავარდა, დაუხმარებლობისთვის დაკავებულია მეზობელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სენაკში, ერთი კვირის წინ დაკარგულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. სამართალდამცველებმა დაუხმარებლობის ბრალდებით, ბავშვის მეზობელი დააკავეს, რომელიც იმ დროს მდინარესთან იმყოფებოდა.

"სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 129-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობას სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის", - აცხადებენ შსს-ში. 

სენაკში, 8 წლის ბიჭს 23 თებერვლის შემდეგ ეძებენ. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ბავშვი ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.

კომენტარები