დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: ვფიქრობ, თეთრუაშვილს დეკანოზის დაკითხვის დასრულების შემდეგ დაკითხავენ

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი გამოძიებას ჩვენებას დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ მისცემს. 

"ჩემი ვარაუდით, ქალბატონი შორენას დაკითხვა განხორციელდება მას შემდეგ, რაც სრულად ამოიწურება ბრალდებულ გიორგი მამალაძის დაკითხვა. ჩვენი მიზანიც არის და მისაღები იქნება, რომ ერთიანად მოხდეს ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა", - თქვა იურისტმა რ2-თან საუბარში. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე, შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.

კომენტარები