რუსთავი 2-ის საქმე

ნარმანია საკრებულოში მისვლაზე: შოუში რომ მივიღო მონაწილეობა, საქმეს ვინ გააკეთებს?

ტაბულა

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მისვლას არ აპირებს. ის მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონის გადაცემის განკარგულებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების საჭიროებას ვერ ხედავს.

„პოლიტიკური შოუს მონაწილე ვერ ვიქნები, ვერ იქნები იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ყველა კითხვას გაეცა პასუხი იმ თემაზე, რომელზეც ხელმოწერები შეგროვდა - კანონი დაცულია, პროცედურები დაცულია, ასე რომ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოვიდე საკრებულოში. მეორე მხრივ, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ასე რომ, მე რომ შოუში მონაწილეობით დავკავდე, საქმეს ვინღა გააკეთებს? ასე რომ, მირჩევნია, საქმეს მივხედო", - აცხადებს ნარმანია.   

ოპოზიცია იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახს მილიონი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა. ოპოზიციამ თბილისის მერის საკრებულოში მისვლა მოითხოვა. მათ ხელმოწერები შეაგროვეს. მერისთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა დღეს იწურება.  

კომენტარები