ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური: დავაკავეთ პირი, რომელიც უაქციზო სიგარეტ "მასტერს" ასაღებდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებრებული, სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტი "მასტერი". საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო ნივთმტკიცების სახით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები