შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო 104 ტონა შოკოლადს და 125 კგ კარამელის კანფეტს ყიდულობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 104 260 კგ შოკოლადსა და 125 კგ კარამელის კანფეტს ყიდულობს. ტენდერი 22 თებერვალს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 058 989 ლარია.

დოკუმენტის მიხედვით, ტენდერი შსს-ს დაქვემდებარებული სამი უწყებისთვის გამოცხადდა:

  • ლოჯისტიკის დეპარტამენტი – 76 260 კგ შოკოლადი და 110 კგ კარამელი;
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი – 5 500 კგ შოკოლადი და 15 კგ კარამელი;
  • სასაზღვრო პოლიცია – 22 500 კგ შოკოლადი;

ტენდერში მონაწილეთა წინადადებების მიღება 10 მარტს იწყება და 15 მარტს სრულდება. 

კომენტარები