წყალდიდობა

ჩილეში წყალდიდობას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 19 დაკარგულად ითვლება

AP

ჩილეში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 19 კი დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობის გამო დაახლოებით 400-მდე ადამიანი კახონ დელ მაიპოს რეგიონიდან გამოიყვანეს. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით, სასმელი წყლის მიწოდება მილიონზე მეტ ოჯახს შეუწყდა.


ფოტო: AFP

ჩილეს პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი Twitter-ზე წერს, რომ ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფი მუშაობს, რომლებიც ადამიანების გადარჩენას და წყალმომარაგების აღდგენას ცდილობენ.

მდინარე მაიპოს ადიდება უამინდობამ გამოიწვია.


ფოტო: Reuters

კომენტარები