ტრამპის ადმინისტრაცია

თეთრმა სახლმა გავლენიან მედიასაშუალებათა ნაწილს პრესბრიფინგზე დასწრება აუკრძალა

თეთრი სახლი
huffpost.com

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ საკუთარ პრესბრიფინგზე დასწრება გავლენიანი მედიის ნაწილს აუკრძალა. მათ შორის, CNN-ს, BBC-ს, The New York Times-ს, LA Times-ს, the New York Daily News-ს, the Daily Mail-სა და სხვებს. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ბრიფინგზე ჟურნალისტებს არ შეატანინეს კამერებიც.

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ კი სოლიდარობის ნიშნად პრესბრიფინგზე დასწრებაზე უარი თქვა. მათ შორის, Associated Press-მა და TIME Magazine-მ.

გავრცელებული ინფორმაციით, პრესბრიფინგს ძირითადად ისეთი მედიასაშუალებები დაესწრნენ, რომელიც ადმინისტრაციას მოსწონს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააპროტესტა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციამაც.

მომხდარს Fox News-ის ერთ-ერთი წამყვანი ბრეტ ბაიერიც გამოეხმაურა. მისი თქმით, თეთრი სახლი ნებისმიერი მედიისთვის ღია უნდა იყოს.

"როდესაც ობამას ადმინისტრაცია Fox News-ს ებრძოდა და ჩვენ გარიყვას ცდილობდ, CNN-ის და The New York Times-ის წარმომადგენლები მხარს გვიჭერდნენ. თეთრი სახლის ბრიფინგები ღია უნდა იყოს ყველა აკრედიტებული ორგანიზაციისთვის", - წერს ბაიერი.

კომენტარები