ბატონმა სოსო ოხანაშვილმა გააკეთა განცხადება და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, სიცრუეში დასდო ბრალი, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. მამა მიქაელმა ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მას თვითონ ის არ ჰყავდა ნანახი საპატრიარქოში და იქ არ იყო საუბარი მის პოზიციაზე, თუ რა პოზიციას იკავებს ის დღესდღეისობით, აგრძელებს თუ არა სამსახურს თუ არის ის გათავისუფლებული დაკავებული სამსახურიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი გამოსვლა იყო სრულიად არაკორექტული, სიცრუეში ბრალის დადება, ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი და ეს არის სამწუხარო ფაქტი, ეს გვინდა, ცალსახად ვთქვათ, ეს არის საპატრიარქოს პოზიცია.
tbl.ge/279g
დაკოპირდა

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მამა დავით შარაშენიძე პატრიარქის დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის განცხადებაზე, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა.
ამავე თემაზე
- "3 წელი ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას" - როსტომ მაზმიშვილს პატიმრობა შეეფარდა
- პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა
- 1 არხი: საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც ჭიშკარი მოგლიჯა
- საქართველოს საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქმა შიო III კონსტანტინოპოლში მიიწვია
- მეუფე ანტონი: სინოდზე დავაყენებთ ბავშვების წამლის, პატიმრობების საკითხებს




