APPLE

iPhone ათი წლისაა, რამდენი სმარტფონია გაყიდული მსოფლიოში

verge

Apple-ის გლობალური ბესთსელერი, iPhone 10 წლის გახდა. მხოლოდ გასულ წელს 211 მილიონი iPhone გაიყიდა. ჯამში კი გაყიდული აიფონების რაოდენობა 1 მილიარდს აჭარბებს. Apple-ის შემოსავლების 2/3-ზე მეტი აიფონების გაყიდვაზე მოდის.

iPhone-ების გაყიდვები წლების მიხედვით:

  • 2007 - 1.39 მილიონი ცალი
  • 2008 - 11.63 მილიონი ცალი
  • 2009 - 20.73 მილიონი ცალი
  • 2010 - 39.99 მილიონი ცალი
  • 2011 - 72.29 მილიონი ცალი
  • 2012 - 125.05 მილიონი ცალი
  • 2013 - 150.26 მილიონი ცალი
  • 2014 - 169.22 მილიონი ცალი
  • 2015 - 231.22 მილიონი ცალი
  • 2016 - 211.88 მილიონი ცალი
  • ჯამში გაყიდული აიფონები - 1.033 მილიარდი

2016 წელი იყო პირველი წელი, როდესაც წინა წელთან შედარებით აიფონის გაყიდვები შემცირდა. 

გაყიდვები მოცემულია ფისკალური წლების მიხედვით. Apple-ის ფისკალური წელი ყოველი წლის სექტემბერში სრულდება.

კომენტარები