რუსეთი-საქართველო

უმრავლესობის დეპუტატი: არ ვართ ტერორიზმის არც ცენტრი და არც მარშრუტი

დიმიტრი ცქიტიშვილი
facebook.com/DimitriTskitishviliOfficial

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 18 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო ტერორისტების, ექსტრემისტებისა და ნარკომოვაჭრეების მარშრუტია, რასაც ისინი აქტიურად იყენებენ.

"როგორ გგონიათ ახლა, სერიოზული იქნება, რომ საქართველომ დაიწყოს იმის ყვირილი მთელს მსოფლიოში, რომ ჩვენ არ გვყავს ტერორისტები, რაც ისედაც ცხადია. ცხადზე ჩვენ არ შეიძლება, ზედმეტი პანიკით ვუპასუხოთ. ჩვენ ვართ თავდაჯერებულები, ჩვენ არ ვართ ტერორიზმის არც ცენტრი და არც გადაადგილების მარშრუტი. ეს ყველამ კარგად იცის", - თქვა ცქიტიშვილმა.

ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ლავროვის 3 დღის წინ გაკეთებული განცხადება უპასუხოდ დატოვა.

"სახელმწიფო გააკეთებს კომენტარს, რომელიც იქნება ადეკვატური იმ მოცემულობის, რომელშიც ვართ", - ამბობს ცქიტიშვილი.

კომენტარები