გიორგი მამალაძის საქმე

მამალაძის ადვოკატი: მამა გიორგის მდგომარეობა კრიტიკული არ არის

რუსთავი 2

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, ბრალდებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

"მამა გიორგის მდგომარეობა არ არის კრიტიკული. მე მას პირადად გავესაუბრე. მისი მსგომარეობა ნორმალური და ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. ვესაუბრე მის მორიგე ექიმსაც. რაც შეეხება გადმოყვანის მიზეზს, 4 დღის განმავლობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო კარგი და ამას ვაცხადებდი კიდეც. აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, წნევის დავარდნა, შეუძლოდ იყო. დღეს მას რამდენჯერმე გაუმეორდა ეს მდგომარეობა და ციხის ადმინისტრაციამ თავიანთი ჩატარებული კვლევების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ მეტი გამოკვლევა ჩატარებოდა [დაკავებულს] და გადმოიყვანეს კლინიკაში გამოკვლევებისთვის. დილიდან მას დეტალური გამოკვლევებიც ჩაუტარდება. სანამ ექიმები არ მიიჩნევენ, რომ მისი მდგომარეობა არის ისეთი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაუბრუნდეს, მანამდე აქ დარჩება. იმედია არ მოუწევს არც აქ და არც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დიდი ხნით ყოფნა", - თქვა გიორგი ფანცულაიამ.

კომენტარები