საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაღლაფერიძე: უმძიმესი კრიზისიდან გამოვედით, ეს დიდწილად ივანიშვილის დამსახურებაა

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან ჩემს ურთიერთობას: ეს არის კარგი ურთიერთობა; ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ნარდს ვთამაშობთ, ხანდახან გადის ხუთი თვე და ჩვენ ერთმანეთს არ ვხდებით. მე მაქვს ჩემი შეხედულებები. მიმაჩნია, რომ მისი განსაკუთრებული წვლილი დევს იმაში, რომ ქვეყანა დღეს არის ისეთი, როგორიც არის. რა, იდეალურია და რძე მოსჩქეფს? არა, ჩვენ ბევრი ობიექტური და სუბიექტური პრობლემა გვაქვს, მაგრამ ჩვენ გამოვედით უმძიმესი კრიზისიდან და ეს დიდწილად მისი დამსახურებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ლიბერალთან ინტერვიუში, კითხვაზე - "იმ პრეტენზიების ნაწილი, რომელიც თქვენ მიერ შემოთავაზებულ რეფორმას მოჰყვა, მიემართება არა მხოლოდ იმას, რას ლაპარაკობთ თქვენ, არამედ უშუალოდ თქვენს პერსონას, თქვენს აფილირებას ბიძინა ივანიშვილთან".

კომენტარები