ამაღამ, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ორი საათით შეუწყდება

ამაღამ, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასი მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

კერძოდ, 02:00-დან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის, ბზვანელის, დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის, ბახტრიონის, ქარელის, ბაკურიანის, ჭიათურის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები