ფარული ჩანაწერები

ნაცვლიშვილი: ცილისწამება და მორალური ტერორი შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან

facebook.com/nutslara

ყოფილი გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი დავით საყვარელიძის და ნიკა გვარამიას ბრალდებებს საკუთარ Fb-გვერდზე პასუხობს. ნაცვლიშვილი ბრალდებებს "აგონიურ ბოდვას" უწოდებს და წერს, რომ ენმ-ს "ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩა მწირი პოლიტიკური არსენალიდან".

დავით საყვარელიძემ გუშინ გადაცემა არჩევანში თქვა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს რამდენიმე მილიონად ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების ამსახველ აუდიომასალას სთავაზობდა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ მას სთავაზობდა ჩანაწერებს ნაცვლიშვილი. გვარამია ამბობს, რომ ლაშა ნაცვლიშვილს ეს აუდიომასალა დღემდე აქვს შენახული ერევანში.

კომენტარები