ელექტროენერგიის შეზღუდვა

7 თებერვალს კრწანისის და ნაძალადევის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

7 თებერვალს კრწანისის და ნაძალადევის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღდება - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს. შეზღუდვის მიზეზად კომპანია გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებსა და კრწანისის გამგეობის მოთხოვნით, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის II შესახვევისა და კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: რუსთავის გზატკეცილის, მარნეულის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქრების და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- წერია თელასის განცხადებაში.

კომენტარები