საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Creative commons

დღეს, 6 თებერვალს, საბურთალოს და მთაწმინდის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.  თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) და ჯიქიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

12:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ბაშალეიშვილის და ალეკო შენგელაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები