ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დააკისრა, გამომდინარე იქიდან, რომ ირანმა ცოტა ხნის წინ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 13 ადამიანისა და უამრავი კომპანიის წინააღმდეგ გამოაცხადა შესაბამისი ზომები.
ცოტა ხნით ადრე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Twitter-ზე დაწერა, რომ "ირანი ცეცხლს ეთამაშება".
თუმცა, ირანმა განაცხადა, რომ ის არ დაემორჩილება "ვერაფრის მაქნის" ამერიკულ მუქარებს "გამოუცდელი ადამიანისგან".
იმ ჯგუფების ნაწილი, რომელსაც სანქცია დაეკისრათ, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და ლიბანში არიან გამაგრებულები. მათ შორის არიან ისლამური სახელმწიფოს (ISIS) რევოლუციური დაცვის კორპუსის წევრებიც.
გუშინ, დონალდ ტრამპმა ირანი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო გააფრთხილა. ირანის მიერ რაკეტების გამოცდა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეწინააღმდეგება. აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის გამართვა სთხოვა.