ამერიკის სანქციები

ბარაკ ობამა რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა

washingtonpost

"რუსეთმა უნდა დაიწყოს რეალური დიალოგი უკრაინასთან და ამ ქვეყანაში შეიარაღებული პირების გაგზავნა შეწყვიტოს" - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, თუ რუსეთი ამ ქმედებებს არ შეწყვეტს, მას ახალი სანქციები დაეკისრება. ევროპული ტურნეს დროს ობამამ მოკავშირეებთან განიხილა უკრაინის მხარდაჭერის, ნატოს მოდერნიზაციისა და ევროპაში ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიცირების საკითხები.

ბარაკ ობამა ვარშავაში აღმოსვლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს, ასევე უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდება. პოლონეთის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი პარიზსა და ბრიუსელში გაემგზავრება.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან ჯარები ბოლომდე არ გაუყვანია. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს პრორუსი მებრძოლების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"ათეულ ათასობით რუსი სამხედრო კვლავ საზღვრებთან რჩება, ეს გაუმართლებელია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს შეიარაღებული ბანდების მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობებს იკავებენ და ეუთოს დამკვირვებლებს იტაცებენ" - თქვა რასმუსენმა.

კომენტარები