ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსის ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის ქმედებების გამო 2006 წლის 16 ივნისს დაწესებულ სანქციებს ახანგრძლივებს. სანქციების გახანგრძლივების შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ოფიციალურ ვებ გვერდზე ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ბელარუსის ხელისუფლების ზოგიერთი წევრის ქმედებები და პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის საფრთხის შემცველია. "საფრთხის აცილების მიზნით 2006 წლის 16 ივნისს დაწესებულმა სანქციებმა 2016 წლის 16 ივნისის შემდგომ პერიოდშიც უნდა იმოქმედოს "- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აწერს.