ბილაინი

ბილაინი ტენდერიდან დისკვალიფიკაციას ასაჩივრებს

ბილაინი

ბილაინი (შპს მობიტელი) შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებას ტენდერიდან დისკვალიფიკაციაზე ასაჩივრებს. ბილაინში ფიქრობენ, რომ მათ შესყიდვების სააგენტომ უსამართლოდ მისცა დისკვალიფიკაცია.

ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ ბილაინი იღებდა, მისი დისკვალიფიკაციის გამო კი ტენდერი ტავიდან გამოცხადდება. ჯეოსელმა ტენდერში მონაწილეობაზე უარი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილის მიღების შემდეგ თქვა.

შესყიდვების სააგენტომ ბილაინი ტენდერიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეკომენდაციით მოხსნა. კომისიის შეფასებით, ბილაინი 3G ინტერნეტის ნაწილში სატენდერო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ბილაინი 260 ათასი საჯარო მოხელისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევის უფლებას მიიღებდა.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, კომპანიამ გამარჯვებისთვის შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს: 

  • კომპანიის დაფარვის არეალი უნდა იყოს საქართვეელოს დასახლებული ტერიტორიის - 95%
  • 2G/GSM ქსელის დაფარვა უნდა იყოს დაფარვის ზონის - 95%-ზე მეტი
  • 3G/UMTS და 4G/LTE ქსელის დაფარვა უნდა იყოს დაფარვის ზონის - 90% მაინც.

ბილაინმა 3G ქსელის ლიცენზია 2016 წლის 23 დეკემბერს შეიძინა, ამ ქსელის სრულად გაშვება კი მარტში მოხდება, შესაბამისად კომპანია ტენდერის გამოცხადების დროისთვის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. შესყიდვების სააგენტომ ბილაინის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიიღო.

კომენტარები