ბილაინი

კომუნიკაციების კომისია: ბილაინი სატენდერო პირობებს ვერ აკმაყოფილებს

ბილაინი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბილაინი სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობისთვის პირობებს ვერ აკმაყოფილებს. კომისიის ცნობით, ბილაინი 3G ქსელის ნაწილში სატენდერო პირობებს ვერ პასუხობს.

სავარაუდოდ 2014 წლის მსგავსად წელსაც ტენდერიდან ბილაინის დისკვალიფიკაცია მოხდება. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 260 ათასი საჯარო მოხელისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევაზე გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ბილაინმა წარადგინა განაცხადი. 

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, კომპანიამ გამარჯვებისთვის შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს: 

  • კომპანიის დაფარვის არეალი უნდა იყოს საქართვეელოს დასახლებული ტერიტორიის - 95%
  • 2G/GSM ქსელის დაფარვა უნდა იყოს დაფარვის ზონის - 95%-ზე მეტი
  • 3G/UMTS და 4G/LTE ქსელის დაფარვა უნდა იყოს დაფარვის ზონის - 90% მაინც.

ბილაინმა 3G ქსელის ლიცენზია 2016 წლის 23 დეკემბერს შეიძინა, 2017 წლის მარტიდან კი 3G ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაეშვება. 

კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის პოზიცია მხოლოდ რეკომენდაციას წარმოადგენს. 

შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაეგზავნა პასუხი, რომ კომისიის აზრით, შპს „მობიტელი“ დღეის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში“, - განაცხადა ყურაშვილმა. 

 

აქამდე, სახელმწიფო ტენდერებში მაგთი და ჯეოსელი იმარჯვებდნენ.

კომენტარები