ტერორიზმი

პარიზში ლუვრის მუზეუმის დაცვის წევრს თავს დაესხნენ

PA

BBC-ის ცნობით, პარიზში, ლუვრის მუზეუმთან, მუზეუმის დაცვის წევრს თავს დაესხნენ, შემდეგ კი დაცვის წევრმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაცვის თანამშრომელს დანით დაესხა თავს. სროლის შედეგად, თავდამსხმელი სერიოზულად არის დაშავებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი მუზეუმში შესვლას ჩემოდნით ცდილობდა და Allahu Akbar-ს ყვიროდა. ადგილზე უკვე მისულია სპეციალური სამსახური, რომელიც მუშაობს და არკვევს, არის თუ არა ჩემოდანში ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი "სერიოზულ ინციდენტად" შეაფასა.

პოლიციამ ლუვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია უკვე მოხერხა, იქვე მდებარე მეტროსადგურმა კი მუშაობა შეაჩერა.

კომენტარები