ვიზალიბერალიზაცია

კვიციანი: კარგი იქნება, თუ რუსეთი ევროპის ჯინაზე გააუქმებს ვიზებს

მიღებულ გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებ. მე მას ტაში დავუკარი და გამიხარდა. გამიხარდა ის, რომ ბავშვები, მშობლებთან ათეული წლები სკაიპით რომ საუბრობენ და მშობლებისათვის სკაიპთან რომ იზრდებიან, დაბრუნდებიან და სამუშაოდ უკან წასვლას შესძლებენ. თუკი ეს ასე იქნება, ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი იქნება, თუკი ახლა რუსეთიც ადგება და ევროპის ჯინაზე ისიც გააუქმებს ვიზებს. ეს ძალიან მაგარი იქნება. ვიქნებით საერთოდ ირგვლივ თავისუფალი - სადაც გინდა, წადი და მოდი. მიხარია!

ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას ინტერპრესნიუსთან აფასებს პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი.

კომენტარები