ყაზტრანსგაზ-თბილისი

ვაზისუბნის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

pennystockresearch

ვაზისუბნის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, 12:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ვაზისუბნის რაიონში, IV მიკრორაიონი, კვარტალი - 1, კორპუსი №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №20-ში მცხოვრებ მოსახლეობას. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 

"ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებს კომპანია.

კომენტარები