APPLE

რა ტემპერატურაზე მუშაობენ iOS-მოწყობილობები გამართულად

ytimg.com

IOS-ის მოწყობილობები - Iphone, Ipod, Ipad ყველაზე გამართულად 0-35 გრადუს ტემპერატურაზე მუშაობენ.

დაბალი ტემპერატურის პირობებში, ოპერატიულმა სისტემამ შესაძლოა დროებით ელემენტის მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს და გამოირთოს. ელემენტი აქტიური მას შემდეგ გახდება, რაც ტემპერატურა დარეგულირდება.

რა უნდა ქნათ იმისათვის, რომ თქვენი ტელეფონი ტემპერატურის ცვალებადობის გამო არ გაითიშოს:

  • კარგად შეინახეთ მოწყობილობა, თუ ტემპერატურა -20 ან 45 გრადუსია.
  • არ დატოვოთ მოწყობილობა ავტომობილში, რადგან ტემპერატურა მანქანაში ცვალებადია და შესაძლოა, დასაშვებ ნორმაზე დაბალი იყოს ან გადააჭარბოს.

მოწყობილობა ტემპერატურის გამო ითიშება, თუ:

  • ყინვის ან ცხელი დღის განმავლობაში მანქანაში დატოვეთ;
  • დიდი ხნის განმავლობაში მზის სხივების ქვეშ დატოვეთ;
  • დღის განმავლობაში, ცხელი დღის ან მზის სხივების ქვეშ GPS-ის ნავიგაციის სისტემას ან თამაშებს თამაშობთ.

თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც გადახურება მოწყობილობის მუშაობის შემადგენელი ნაწილია და მისი ტემპერატურა პროგრამების დასრულების შემდეგ დარეგულირდება.

თქვენი მოწყობილობა შესაძლოა გადახურდეს, როცა:

  • პირველად იყენებთ - ნუ შეშინდებით, თუ ელექტრონული მოწყობილობა პირველი პროგრამული ინსტალაციის შემდეგ გადახურდა, ეს ჩვეულებრივი პროცესია;
  • მოწყობილობა იმუხტება;
  • Backup-ის შემდეგ;
  • გამოიყენებთ აპლიკაციებს, რომლებიც მონაცემების გადამუშავებას ითხოვს - მაგალითად, ფოტოზე ავტომატური მონიშვნა, ადგილების ძიება და ა.შ.

კომენტარები