ქართული მედია

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა კომპანიამ GDS-ის 100%-იანი წილი იყიდა

იმედი

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა კომპანიამ "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა" ბერა ივანიშვილისგან ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის 100%-იანი წილი იყიდა. შესაბამისი გარიგება საჯარო რეესტრში 28 იანვარს არის ასახული.

ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ მხარეები ფასზე მომდევნო 7 თვის განმავლობაში მოილაპარაკებენ.

ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის მფლობელი ინა გუდავაძეა.

იმედი GDS-ის გარდა, ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასაც აპირებს. ტელეკომპანიამ 27 დეკემბერს გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმება უკვე მიღწეულია.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია იმედს მესტროსა და GDS-ზე სარეკლამო დროის 100%-იანი პაკეტი აქვს ნაყიდი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიებს აქამდეც საერთო კომერციული ინტერესები ჰქონდათ. ამასთანავე, არჩევნებზეც ამ არხებმა საერთო ეგზიტპოლი ჩაატარეს.

კომენტარები