მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას თვითმმართველობის არჩევნებით ვიწყებთ

გიგა ბოკერია
ტაბულა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ბოკერიას თქმით, მათი პოლიტიკური ძალა თვითმმართველობის არჩევნებით დაიწყებს "ივანიშვილის რეჟიმის" შეცვლას.

"ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებით - თვითმმართველობაში უნდა მოვიყვანოთ ხალხი, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და არა ოლიგარქს, ამით უნდა დავიწყოთ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. მერე, მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი. რაც მთავარია, ამის შემდეგ, დავიწყოთ საქმის კეთება ამ ქვეყნისთვის ძლიერი გუნდით, რომელიც შეზღუდული იქნება კონსტიტუციით და რომელიც ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული. ძლიერი გუნდით, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, თითოეული მოქალაქის თავისუფლებას", - თქვა მოძრაობის პრეზენტაციაზე გიგა ბოკერიამ.

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ყრილობა გაზაფხულზე გაიმართება. ყრილობამდე მოძრაობის გენერალური მდივანი გიგი უგულავა იქნება.

კომენტარები