ტერორიზმი

კანადაში მეჩეთზე მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

კანადის ქალაქ კვებეკის ერთ-ერთ მეჩეთზე თავდასხმას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაიღუპა.

კანადის პრემიერიმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მომხდარი ტერაქტად შეაფასა და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ტერაქტი საღამოს ლოცვის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს მეჩეთში 40 ადამიანი იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა ორი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმაში სამი ტერორისტი მონაწილეობდა.

კომენტარები