მაჟორიტარული სისტემა იწვევს იმ მახინჯ შედეგს, როდესაც ხალხმა პროცენტის რაღაც რაოდენობა მისცა ერთ პარტიას და ის იმაზე მეტ ადგილს იკავებს პარლამენტში, ვიდრე ხალხმა მანდატი მისცა. მაგალითად, საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ ამ მეთოდით აქვს დღეს "ქართულ ოცნებას". ქართველ ხალხს მათთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭირო ხმები არ მიუცია. ამიტომ, ეს მახინჯი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და ამაზე არსებობს საყოველთაო კონსენსუსი საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ პარტიებს შორისაც და, სხვათა შორის, "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებამდე აცხადებდა კიდეც, რომ პრინციპი სწორია, მივიღოთ, ოღონდ ავამოქმედოთ 2020 წლისთვის. დღეს თუ ისინი ამბობენ, რომ ეს კიდევ განსახილველია, იმას ნიშნავს, რომ მათ, უბრალოდ, უნდათ, რომ შეინარჩუნონ მახინჯი სისტემა, რათა შეინარჩუნონ ძალაუფლება. საკონსტიტუციო კომისიაში ჩვენ შევეცდებით, რომ ეს სისტემა შეიცვალოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამაზე არის ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი.
tbl.ge/25lp
დაკოპირდა

საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი საარჩევნო სისტემაზე.
ამავე თემაზე
- ხვიჩია: ივანიშვილი ისტორიაში ერთადერთია, ვისაც პროპორციულის იდეა თავში მოუვიდა
- ხვიჩია 0%-იან ბარიერზე: ივანიშვილმა ვერ განახორციელა, გუნდშიც ვერ გაუგეს იდეის სიდიადე
- სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმება
- 115 მომხრე - პარლამენტმა საარჩევნო სისტემის კანონპროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა
- მდინარაძე ოპოზიციას 1 საათს აძლევს მოსაფიქრებლად, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში




