ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატები EPP-ს პრეზიდენტს შეხვდნენ

EPP

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი ფრაქცია "ევროპული საქართველოს" დეპუტატებს ბრიუსელში შეხვდა.

"დავით ბაქრაძემ, გიგა ბოკერიამ, გიგი უგულავამ და გიგი წერეთელმა ახალი პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო" წარმიდგინეს. მოხარული ვარ, რომ ვნახე თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც 2.5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. მე ვფიქრობ სხვა პოლიტიკურ პატიმრებზეც და მოვუწოდებ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი", - დაწერა დოლმა ფეისბუქზე.

კომენტარები