აშშ-დიდი ბრიტანეთი

ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ტერეზა მეისთან გამართავს

Getty Images

თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერის, შონ სპაისერის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი იქნება პირველი უცხოელი ლიდერი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში შეხვდება. შეხვედრა ხუთშაბათს ვაშინგტონში გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი და მეი ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხს განიხილავენ, რომელიც დღის წესრიგში ბრექსიტის ძალაში შესვლის შემდეგ დადგება. გარდა ამისა, ისინი NATO-ს, ევროკავშირისა და რუსეთის საკითხებსაც განიხილავენ. 

სპაისერის ცნობით, დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოსთან შეხვედრასაც გეგმავს. მათი შეხვედრა, სავარაუდოდ, 31 იანვარს გაიმართება. შემდეგ კი თებერვალში, ტრამპი ისრაელის პრემიერმინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუსაც შეხვდება.

კომენტარები