სირიის კრიზისი

პალმირაში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ანტიკური ამფითეატრის ნაწილი დაანგრია

ანტიკური ამფითეატრი
Getty Images

სირიის ქალაქ პალმირაში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ანტიკური ამფითეატრის ნაწილი და ტეტრაპილონი დაანგრია.

პალმირაში არსებული ანტიკური არქეოლოგიური ძეგლები იუნესკოს ძეგლთა დაცვის ფონდშია შეყვანილი.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ქალაქ პალმირას 2015 წლის მაისიდან 2016 წლის მარტამდე აკონტროლებდნენ. შემდეგ ქალაქი სირიის სამთავრობო ძალებმა დაიბრუნეს, თუმცა 2016 წლის დეკემბერის პირველ ნახევარში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ კვლავ დაიკავა.

ამ პერიოდში მათ უამრავი ანტიკური ძეგლი გაანადგურეს, მათ შორის - ტრიუმფალური თაღი, სამი სვეტი და რამდენიმე ქანდაკება. დღეს კი, ამ სიას მეორე საუკუნით დათარიღებული ამფითეატრი და ტეტრაპილონი მიემატა.

ტეტრაპილონი
ფოტო: Getty Images

შეგახსენებთ, რომ გუშინ პალმირაში ISIS-ის მებრძოლებმა 12 ტყვე სიკვდილით დასაჯეს.

კომენტარები