დეკლასიფიცირებული დოკუმენტები

CIA-მ დეკლასიფიცირებული დოკუმენტების 13 მილიონი გვერდი გაასაჯაროვა

SCIENCE PHOTO LIBRARY

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) 13 მილიონი გვერდი დეკლასიფიცირებული დოკუმენტი გაასაჯაროვა. ჩანაწერებში შედის დაზვერვის ბრიფინგები, სამეცნიერო სტატიები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და ფსიქიკურ ექსპერიმენტებზე, ის, რაც კონსპირაციული თეორიების მოყვარულთათვის წლების განმავლობაში ძალიან საინტერესო იყო.

დოკუმენტების გასაჯაროება სიტყვის თავისუფლების დამცველთა მრავალწლიანი მოთხოვნის და CIA-ს წინააღმდეგ სასამართლო დავების შემდეგ გადაწყდა.

გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა უფრო ნათელი გახადა სააგენტოს საქმიანობა ვიეტნამის, კორეის და ცივი ომის დროს. არქივში 800 000-მდე ფაილი შედის.

ამ დრომდე, დოკუმენტებზე წვდომა მერილენდში მდებარე ეროვნული არქივის 4 კომპიუტერით იყო შესაძლებელი, ახლა კი, არქივის ნახვა CIA ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

კომენტარები