ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ნოემბრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, ხოლო 10%-ის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მათ 3-3%-ით მოჰყვება საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და პარტია თავისუფალი დემოკრატები.
ამასთან, გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 9% კი, პასუხზე უარს აცხადებს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
ცდომილების ზღვარია +-1.8%.





