კრიმინალი

საზღვარზე ქარვისა და ვერცხლის უკანონოდ გადმოტანისთვის 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ "წითელ ხიდზე" არადეკლარირებული ქარვის თვლებისა და ვერცხლის ნაკეთობების გადმოტანისთვის ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი "წითელი ხიდის" გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, ტანსაცმელსა და ხელბარგში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლები და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი პროდუქცია ამოღებულია ნივთმტკიცების სახით", - ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები