ბრაზილია

ბრაზილიაში მომხდარ ციხის ბუნტს სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ბრაზილიის ქალაქ ნატალის ალკაკუზის ციხეში ბუნტს სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში არეულობა სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაპირისპირებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა გვამების დიდი ნაწილი დანაწევრებულია. ციხეში არეულობა თითქმის 14 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

საბოლოოდ, ბრაზილიის სპეცრაზმმა ციხეს ალყა შემოარტყა და შენობის შტურმით აიღება მოახერხა.


ფოტო: AP


აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბრაზილიის ციხეებში ბუნტი მესამედ მოხდა. ამაზონისა და რორაიმას შტატების ციხეებში მომხდარ არეულობებს, ჯამში, 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები